პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმის წინა სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო
პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმის, შმაგი მუთოშვილის წინა სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში უკვე მეორედ გადაიდო.
ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის,რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების უწყებამ პატიმრის ჩამოყვანის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.
გადაწყვეტილებამ დაკავებულის ოჯახის წევრების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, ხელისუფლება ხეობის მაცხოვრებლებს დაპირდა, რომ ხმების სანაცვლოდ მუთოშვილს გაათავისუფლებდნენ, თუმცა, პირობა არ შეასრულა.
,,ჯერ თავს ვიკავებ და არ ვასახელებ იმ ადამიანებს, ვინ დაგვპირდნენ ჩემი შვილის გათავისუფლებას. ხმებისთვის ვიმუშავეთ და იმით გაიმარჯვეს. თუ არ გამოუშვებენ, მერე გვარებით და სახელებით ყველას ჩამოვთვლი, ვინც ამ დაპირებას გვაძლევდა”- განაცხადა ქავთარაშვილის დედამ თამარ მუთოშვილმა.
შმაგი ქავთარაშვილის ადვოკატი კახაბერ სოსელია ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონოდაა დაკავებული და მას დანაშაული არ ჩაუდენია.
ოჯახი სიმართლის დასამტკიცებლად, ევროპულ სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.
შმაგი მუთოშვილი 2019 წელს პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა. მას ბრალი წარდგენილი აქვს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსწინააღმდეგო შეძენა ,შენახვის, ტარებისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. წინა სსასამართლო სხდომა 16 ნოემბრისთვის გადაიდო.