თელავში ახალი ავტოსადგომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
ქალაქ თელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მოხდება 10 ავტობუსის გადმოცემა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს, მეორე ეტაპზე კი 25- მდე ავტობუსი შემოვა და მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
,,5 ავტობუსი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა თელავს, წლის ბოლომდე კი გვექნება ათი. ეს გათვალისწინებულია მხოლოდ ქალაქისთვის. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს 25-მდე ავტობუსის გადმოცემას. ისინი მოემსახურებიან მთლიან მუნიციპალიტეტს. ამ დროისთვის მიმდინარეობს, გაჩერებებისა და მარშრუტების დამუშავება. ასევე მძღოლების გადამზადება”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი განმარტავს, რომ პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია. მისი თქმით, მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.
,, სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდება და თელავს ეყოლება ავტობუსები, რომელიც მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაყვანას მოემსახურება”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.