ახალი ამბები

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ქევხიშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს სხდომა ჩაიშალა, სიმართლეს არ შეესაბამება. იგი ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პასუხობს.

,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს  საკრებულოს სხდომა ჩაიშალა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამის დასტურად შემიძლია წარმოვადგინო დღეს სხდომაზე კენჭისყრით მიღებული განკარგულებები. მას ესწრებოდნენ ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე ხმაურს, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ იქნა ატეხილი და განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თითქოს ჩვენი კოლეგის გარდაცვალებაში ბრალი არაეფექტურ სამედიცინო სერვისს მიუძღოდა. ეს არ არის მართალი.

აღნიშნულ პირთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიჩინა ყურადღება და დაეხმარა. ჩვენ გვქვს  დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, რომ  ამ ადამიანს ვეხმარებოდით. ამ ყველაფერს კი აქვს პოლიტიკური ელფერი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული”,- განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობა მუშაობს, რომ მოსახლეობამ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისებით სარგებლობა შეძლოს.

,,საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს რათა გაიზარდოს და უფრო სრულყოფილი გახდეს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა არ არის სიმართლე.  უკვე ჩატრდა ტენდერი, რომლის ღირებულებაა 238 000 ლარი. ტენდერი მოიგო შპს ,,დამბამ” და უახლოეს პერიოდში ყვარელს ექნება ახალი სასწრაფი დახმარების ცენტრი”,- განაცხადა დავით ქევხიშვილმა.