კახეთში 13 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
კახეთის რეგიონში 13 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
სპეციალისტების თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში უახლოესი 10 დღის განმავლობაში 13 გარდუსი სითბო ხოლო ღამის საათებში ტემპერატურის 0 გრადუსამდე დავარდნაა მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ასევე შესაძლოა ზოგიერთ ქალაქში თოვლი და ტემპერატურის –9 გრადუსამდე დაცემა.
თელავში ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 12 გრადუსი იქნება ხოლო, უმეტესად ნავარაუდევია მოღრუბლულობა.
გურჯაანში დღის საათებში, 14 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, ხოლო ღამის საათებში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა –4 გრადუსამდე.
სიღნაღში ტემპერატურის მაჩვენებელი 11 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით –4 გრადუსამდე ყინვაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების თქმით, სიღნაღში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლილობა.
ლაგოდეხში, დღის საათებში 9 გრადუსამდე დათბება, ღამით კი ტემპერატურა – 9 გრადუსამდე დაეცემა. ასევე ნავარაუდევია თოვლი და ცვალებადი მოღუბლულობა.
მარიამ ოქროცვარიძე