ახალი ამბები

გურჯაანში ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დროებით იყო შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

დაშავებულები საგარეჯოსა და გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.