წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
განადგურდა შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.
ზედელაშვილების ოჯახში, ხუთი, სრულწლოვანი წევრია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განცხადებით, უწყება დაზარალებულ ოჯახს, 5000 ლარით დაეხმარება.
,,სრულად გაუნადგურდათ ყველაფერი. თვითონ ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს, ჩვენ დავინტერესდით, რადგან რთულ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, რასაც ასეთი შემთხვევებისათვის, ჩვენი ბიუჯეტი ითვალისწინებს, იმ თანხას სრულად მიიღებენ. ამ ეტაპზე ნათესავთან არიან და იმედი მაქვს, მალე საკუთარ ჭერს დაუბრუნდებიან”,-განაცხადა ბატიაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.