მთავრობის რეკომენდაციები ორსულთათვის კორონავირუსისგან თავის დასაცავად
საქართველოს მთავრობამ ორსულებისთვის კორონავირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული რეკომენდაციების მიხედვით, მთავრობა ორსულებს მოუწოდებს ხშირად დაიბანონ ხელები, არ გამოტოვონ ექიმთან გეგმიური ვიზიტები და აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.
,,აუცილებლად დაიბანეთ ხშირად ხელები საპნით 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.
არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ სახეს დაუბანელი ხელებით. მაქსიმალურად შეზღუდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი,
ატარეთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში.
არ გამოტოვოთ გეგმიური ვიზიტები ორსულობისას და შემდგომ პერიოდში. გაიკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი და ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი გეგმიურ ვიზიტამდე დარეკეთ ექიმთან და ჩააყენეთ იგი საქმის კურსში”,– წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარიამ ოქროცვარიძე