თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.
ალექსანდრე საჩიშვილი მის ამ გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებს. საჩიშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გეგმავს წასვლას. ის მერიის თანამშრომლებს დღეს გამოემშვიდობა.
“ჩემი სურვილით დავტოვე თელავის მერის თანამდებობა. თითქმის ორი თვე ვერ დავდიოდი სამსახურში, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს. საქართველოში ექიმები ვერ მისვამენ დიაგნოზს, ამიტომ სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა წავიდე”, – განაცხადა ალექსანდრე საჩიშვილმა.
ის თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა. მანამდე მას ქალაქ თელავის მერის მოადგილის თანამდებობა 2014 წლის აგვისტოდან ეკავა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი