წნორის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის მოხუცთა თავშესაფარში 79 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მამაკაცი თბილისში, შესაბამის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის მოხუცთა თავშესაფარში ეპიდკვლევა და მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს.’
მოხუცთა თავშესაფრის დირექტორის, ილია დემეტრაშვილის თქმით, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. მისი თქმით, თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.
ბოლო 24 საათში, სიღნაღში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში ვირუსის შემთხვევები 5-მდე გაიზარდა.