ახალი ამბები

სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული ქორწილი გახდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული ასკაციანი ქორწილი გახდა.

მისივე განცხადებით, კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას, მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები.

„მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რომელიც კიდევ უფრო ცუდად იმოქმედებს არსებულ სიტუაციაზე. რაც შეეხება კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას მათ შორის მოსწავლეები არ არიან . კიდევ კარგი, რომ ეს არ არის სწავლის დაწყების პერიოდი. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და ეს სიტუაციაც უკვე მართვადია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, სოფელ მატანში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოფლის შესასვლელ-გასასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა.