სოფელ მატანში კორონავირუსის 15-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 15-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სოფლის შესასვლელ-გასასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მოზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.
პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.
სოფელ მატანში Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.
ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.
დაინფიცირებულები არიან ახალგაზრდა ბიჭის მშობლებიც.