მარინა ეზუგბაია- კახეთის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
ეზუგბაია განმარტავს, რომ მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები და შემხებლობა პედაგოგებს შორის იყო.
,,კახეთის ერთ-ერთ სკოლაში დაინფიცირების შეთხვევებია. ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები უკვე მოძიებულია და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. კახეთის სკოლის შემთხვევაში კი კიდევ კარგი, რომ ეს არ არის სწავლის დაწყების პერიოდი და ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და ეს სიტუაციაც უკვე მართვადია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.