Pfizer–კორონავირუსის ვაქცინა 90%-ზე მეტ შემთხვევაში ეფექტიანია
ფარმაკოლოგიური კომპანიის Pfizer–ის ინფორმაციით,კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი პროდუქტი ძალიან ეფექტიანია.
კომპანიის განცხადებით, Pfizer ვაქცინაზე გერმანულ მწარმოებელთან, BioNTech, კოლაბორაციაში მუშაობენ. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მათი ვაქცინა 90%-ზე მეტ შემთხვევაში ეფექტიანია და იგი აცრილ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან წარმატებით იცავს.
,,თუ ეს მაჩვენებლები შენარჩუნდა ნიშნავს, რომ Pfizer /BioNTech -ის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება და მას ბავშვთა ასაკის გეგმიური ვაქცინების (მაგ. წითელას ვაქცინა) ტოლფასი ეფექტიანობა ექნება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვლევის ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, Pfizer გეგმავს თვის ბოლოს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) მიმართოს და თავისი ვაქცინისთვის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ლიცენზია მოიპოვოს. კომპანია წლის ბოლოსთვის მწარმოებელი 15-20 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისათვის სამყოფი ვაქცინების დამზადებას გეგმავს. ეს ისტორიული მომენტია’’,- აცხადებს Pfizer-ის ვიცე- პრეზიდენტი ქეითრინ ჯენსენი.
მეცნიერების ინფორმაციით, კი კვლევის პირველადი შედეგები უფრო ხანგრძლივმა და დიდი მოცულობის შემდგომმა კვლევამ უნდა განამტკიცოს. Pfizer პირველი კომპანია გახდა, რომელმაც თავისი ვაქცინის დასკვნითი ეტაპის კვლევის დადებითი შედეგების შესახებ განაცხადა. ამჟამად, დასკვნითი ეტაპის კვლევაში 11 პოტენციური ვაქცინა იმყოფება