ბოლო 24 საათში, კახეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი შემთხვევები გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში, რეგიონში ვირუსის 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი განმატავს, რომ რეგიონში ეპიდვითარება სტაბილურია.
მისივე თქმით, კახეთში შექმნილია ორი კოვიდ კლინიკა, რომელიც მთლიანობაში 100 საწოლზეა გათვლილი და ის შესაბამისი ტექნიკით უკვე აღჭურვილია.
მისი თქმით, კოვიდკლინიკების გარდა, თელავში გაიხსნა მეორე კოვიდსასტუმრო, სადაც ექიმთან ერთად მოქალაქეებს გადამზადებული კადრები მოემსახურებიან.
“დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიოში ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის,რომ ეს სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს, ”– განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.