ევროპიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისებით ჩამოიყვანენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია ავიარეისები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, კომერციულ რეისებზე ბილეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, “ჯორჯიან ეარვეისი” ევროპიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილ სპეცრეისებზე ბილეთების ნაწილს ბოლო დღეებში 2-3 ათასი ლარის ფარგლებში, ან უფრო ძვირად ყიდდა, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებდნენ მის შეძენას.