კორონა ვიურუსის ახალი კლასტერის წარმომადგენლები თელავში იმყოფებოდნენ
რომანოვების სამგლოვიარო პროცესიას თბილისში რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება მოჰყვა, – ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, რუსეთიდან ჩამოსული 3 მოქალაქე, რომელთაც სამგლოვიარო ღონისძიება მოაწყო, თელავშიც იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია თელავში კონკრეტულად სად იმყოფებოდნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი სტუმრები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 11 მარტს თბილისში ისინი სასტუმრო „ვინოტელში“ და, ამავე ტელეკომპანიის ცნობით, სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდნენ.
ბოლო ცნობით, კორონა ვირუსით დაინფიცირებულია სასტუმროს მფლობელი და მისი მეუღლე, რომლებიც სხვა სტუმრებთან ერთად სამგლოვიარო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.
ამავე სუფრაზე იმყოფებოდა 80 წლის ქალბატონი, რომელსაც დღეს კორონა ვირუსი დაუდგინდა და 40 დაიმფიცირებულ პაციენტთა შორის ყველაზე მძიმეა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ სუფრაზე იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაში არიან. ამასთან, მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება. “
ამ დრომდე უცნობია ვის ჰქონდა ვირუსი, რუსეთიდან ჩამოსულ პირებს, თუ რომელიმე მიწვეულ სტუმარს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კლასტერის 238 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება. მისივე განცხადებით, „ამჟამად ამ კონკრეტულ ჯფუფზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.“
წინასწარი ინფორმაციით, ამ კლასტერის წარმომადგენლების ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 31 მარტს იწურება. არის მოლოდინი, რომ ვირუსი ამ ჯგუფის და რისკის ქვეშ მყოფ სხვა პირებსაც დაუდგინდებათ.