მოქალაქე, რომელიც თელავიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მოქალაქე, რომელიც თელავის საკარანტინო ზონიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მას სხეულის მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში იმყოფებოდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიის პასუხების მიხედვით თელავის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქე არ არის კორონავირუსით დაინფიცირებული.