კახეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კიდევ 3 მოქალაქე გადაიყვანეს
კახეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის საკარანტინო ზონიდან კიდევ სამი მოქალაქე გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ისინი იმყოფებოდნენ კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკ ჯგუფის ქვეყნებში, რის გამოც უნდა დაეცვათ შიდაიზოლაციის რეჟიმი. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში თვითიზოლაციაში 283 ადამიანი იმყოფება.