თელავში საკარანტინო ზონაში 133 ადამიანი რჩება
თელავში საკარანტინო ზონაში 133 ადამიანი რჩება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 19 მარტის მონაცემებით, საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა არ გაზრდილა.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 283 ადამიანი იმყოფება.