ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მაღალი ტემპერატურით 2 მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს
ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოს ორი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის გამოც საჭირო გახდა მათი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ორივე მოქალაქეს ანალიზებს დღეს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. მისი თქმით, დაუდასტურდათ თუ არა მათ კორონავირუსი, ანალიზის პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.