საქართველოს ერთ-ერთი გამშვები პუნქტის თანამშრომელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
საქართველოს ერთ-ერთი გამშვები პუნქტის თანამშრომელი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც knews-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, აღნიშნული პიროვნება კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, თუმცა ის თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უკვე აიღეს ანალიზები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. მისივე ინფორმაციით, პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.