კახეთში თვითიზოლაციაში 283 ადამიანი იმყოფება
კახეთში თვითიზოლაციაში 283 ადამიანი იმყოფება.
როგორც knews-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და არც ერთს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სამართალდამცავები ყოველდღიურად ამოწმებენ და პირი, რომელიც დაარღვევს ამ რეჟიმს, გაფრთხილების გარეშე გადაჰყავთ საკარანტინო ზონაში.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.