თელავში თვითიზოლაციაში 70 ადამიანი იმყოფება
თელავში თვითიზოლაციაში 70 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა მათგანი იმყოფებოდა კორონავირუსის გავრცელების რისკ ჯგუფის ქვეყნებში, რის გამოც ისინი ვალდებულები არიან დაიცვან თვითიზოლაციის წესები.
როგორც knews-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, შიდაიზოლაციაში მყოფ არც ერთ პირს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მისი თქმით, თუ რომელიმე მოქალაქე დაარღვევს ამ რეჟიმს, გაფრთხილების გარეშე გადაჰყავთ საკარანტინო ზონაში.
კახეთში თვითიზოლაციაში 283 ადამიანი იმყოფება. მეთვალყურეობა მოეხსნა 6 მოქალაქეს, რადგან 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი გავიდა.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.