ახალი ამბები

თელავის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცს თბილისში გადაიყვანენ

თელავში მდებარე საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცს თბილისში გადაიყვანენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი, რამდენიმე დღის წინ, პოლონეთიდან ჩამოვიდა.
,, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთიდან ჩამოვიდა. მას არ აქვს ტემპერატურა, მაგრამ აღენიშნება ხველა. ვემზადებით, რომ მოქალაქე გადავიყვანოთ თბილისში, სადაც მას შესაბამის ანალიზებს გაუკეთებენ”, -განაცხადა ხიზანიშვილმა.

თელავის საკარანტინო სივრციდან, დაავადების სიმპტომებით,მოქალაქის გადაყვანის უკვე მესამე შემთხვევაა.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გადაიყვანეს, თბილისი- პარიზის რეისით ჩამოსული 47 წლის ქალბატონი, რომელსაც ახალი კორონა- ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო გუშინ, გვიან ღამით, თბილისში გადაყვანილ მამაკაცს ვირუსის არსებობა არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, თელავში სამი საკარანტინო სივრცეა, სადაც 133 მოქალაქეა მოთავსებული.