საქართველოში სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.