სასტუმრო სავანეთმა საკარანტინო ზონა გამოყო
სოფელ იყალთოში მდებარე სასტუმრო სავანეთის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:
„ძვირფასო მეგობრებო, სავანეთის გუნდი აცნობიერებს, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შესაძლოა საკარანტინო ადგილების მობილიზება პრობლემატური გახდეს. აქედან გამომდინარე, გვსურს ჩვენი სასტუმრო დროებით დავუთმოთ საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი გუნდი კი ძალისხმევას არ დაიშურებს, განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს იზოლაციაში მყოფი ადამიანების მიმართ ერთად დგომით კორონა დამარცხებადია! “- აღნიშნულია განცხადებაში.
კორონა ვიურსთან დაკავშირებული საგანგებო ზომების გამო საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეები იტალიიდან და საფრანგეთიდან სპეცრეისით ჩამოიყვანა. სასტუმრო სავანეთში 13 მარტს 50 მდე საქართველოს მოქალაქე გაივლის 14 დღიან საკარანტონო ვადას.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 30 ადამიანი მკურნალობს.