თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ორი მამაკაცი გადაიყვანეს
კახეთის საკარანტინო ზონიდან შუახნის მამაკაცები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, რომელთაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.
როგორც “კახეთის ხმას” კლინიკის დირექტორმა განუცხადა, პაციენტებს ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებათ და ამავე დროს მათ აქვთ კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ორივე მამაკაცს COVID19-ზე ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან, რომლის პასუხები სავარაუდოდ საღამოს გახდება ცნობილი. მისი თქმით, პაცინტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, კახეთის მასშტაბით სამ მუნიციპალიტეტში 9 საკარანტინო ზონაა მოწყობილი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი