სასტუმრო სავანეთში კარანტინში 50 ადამიანი გადაიყვანეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში საკარანტინე ზონა მოეწყო. საკარანტინე ზონაში პარიზი- თბილისის თვითმფრინავის რეისით საქართველოში დაბრუნებული მგზავრები განთვსდნენ.
14 დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე, სასტუმრო სავანეთში, 50 მგზავრი უკვე გადაყვანილია.
მგზავრებს შორის ყველა საქართველოს მოქალაქეა. მოქალაქეებს სასტუმროს პერსონალი სრული ეკიპირებით და ყველა რეკომენდაციის დაცვით ემსახურება.
მგზავრთა ჯანმრთელობის მონიტორინგს კი მათთან მყოფი ექიმები ახორციელებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხრლმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ყველა მათგანი საკარანტინო სივრცეში 14 დღეს გაატარებს.
საკარანტინე ზონას დაცვის პოლიცია იცავს.