ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მაწიმის ხიდთან, მიცუბიშის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხიდის ჯებირი გაანგრია და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
დაშავებულის ამოყვანა ადგილზე მყოფმა სამხედრო პირებმა მოახერხეს.
სხვადასხვა სახის მძიმე ტრამვებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მამაკაცი ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.