გურჯაანში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
77 წლის კაცი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.
ხანდაზმული მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო. ექიმების განმარტებით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის დიაბეტი და ანემია. ამის გამო მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეს გარდაცვალების 21-ე შემთხვევაა.