უნდა გამოცხადდეს თუ არა მკაცრი შეზღუდვები თელავში?- გამოკითხვა
თელავში მცხოვრები მოქალაქეები კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის მკაცრი შეზღუდვების გამოცხადებას მხარს უჭერენ.
მათი თქმით, გარკვეული შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა ეს უარყოფითად აისახება მცირე შემოსავლიანი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე.
“დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ აუცილებელია ჩაიკეტოს ქალაქი, გამკაცრდეს რეგულაციები, დაიკეტოს მაღაზიები. თუმცა თუ ამ ფონზე არ დაგვეხმარებიან, ძალიან გაგვიჭირდება,”- განუცხადა knews.ge-ს თელავის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური