თელავში სასწავლო პროცესი 2020-2021 წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება
თელავში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
თელავის გარდა დისტანციურ სწავლება გაგრძელდება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი რუსთავი, ქუთაისი ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, გარდაბანი, ფოთი და მარნეული.