კახეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
დღეს ვირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სულ 2 784 შემთხვევაა გამოვლენილი.
მუნიციპალიტეტის მიხედვით დღევანდელი ეპიდსტატისტიკა ასეთია:
ახმეტა-169, თელავი -801, ყვარელი -241, ლაგოდეხი – 311, გურჯაანი-575, სიღნაღი-182 დედოფლისწყარო -235 და საგარეჯო -270 .
რეგიონში ამ ეტაპზე მკურნალობას 1917 მოქალაქე გადის, მათ შორის 1732 დატოვებულია ბინაზე , 29 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 156 იმყოფება კოვიდ- კლინიკაში.
ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსი 846 მოქალაქემ დაამარცხა. გარდაიცვალა 21 პაციენტი.