ველისციხის N14 საუბნო საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის N14 საუბნო საარჩევნო კომისიამ ერთ- ერთი წევრის, კოვიდ- 19-ით ინფიცირების ფაქტის გამო მუშაობა შეაჩერა.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, კომისიის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა.
,,კომისიის მუშაობა სრულადაა შეჩერებული. ველოდებით რეკომენდაციას ცესკოდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის გარეშე უბანი ვერ იქნება. ამიტომ რა ზომებს უნდა მივმართოთ ექსტრემალურ სიტუაციაში გვეტყვიან” – განაცხადა ჩუთლაშვილმა.
კოვიდ- 19 საარჩევნო კომისიის წევრს, 1 ოქტომბერს, საღამოს დაუდასტურდა. ის ამავდროულად, თელავის ერთ- ერთი კლინიკის ექიმია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონა ვირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.