კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა
24 დეკემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8 186 შეადგინა.
,,რეგიონში დღემდე დაფიქსირებული შემთხვევებიდან ახმეტაში 595, გურჯაანში 1 738, დედოფლისწყაროში 631, თელავში 1 946, ლაგოდეხში 1 073, საგარეჯოში 952, სიღნაღში 531, ყვარელში 720.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას არის 2 634, მათ შორის 2 442 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 16 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 176 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 5 490 გამოჯანმრთელდა, 62 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პირი.
ვირუსით გარდაცვლილია ქალი, რომელიც სიღნაღიდან იყო და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში მკურნალობდა და მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას”,- განაცხადს ნელი ხიზანიშვილმა.