თელავში PCR ლაბორატორიის მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავში PCR ლაბორატორიის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის მაისში დასრულდება.
,,რაც შეეხება ჩვენი ლაბორატორიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, შენდება სახელმწიფო სახსრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაკვეთით.
მისი ძირითადი მიზანი PCR ლაბორატორიის მოწყობაა, რომელსაც განსაკუთრებული საინჟინრო, ლაბორატორიული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტები სჭირდება.
მშენებლობის დასრულება დაგეგმილია მეორე კვარტლის ბოლოს, შემდეგ დაიწყება აპარატურით აღჭურვის და დამონტაჟების სამუშაოები. აპარატურის ნაწილი შეძენილია და დევს ლუგარის ცენტრში, ნაწილი შეკვეთილია და ჩამოვა. მის მშენებლობაზე აპარატურის გარეშე
დაახლოებით 220 ათას ლარამდე დაიხარჯება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.