ახალი ამბები

ლაგოდეხში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების
სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და
მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

უწყების ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი, გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლადაა მოწყობილი.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.