ნელი ხიზანიშვილი- ველისციხეში ქალის დაინფიცირების წყარო ისევ უცნობია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ქალის დაინფიცირების წყარო ჯერ არ არის ცნობილი.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ქალბატონთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების ტესტირების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.
,,სოფელში ეპიდკვლევა ჩატარებულია, თუმცა დღესაც გრძელდება სამუშაოები. ქალბატონს არ აქვს მრავალრიცხოვანი კონტაქტები და ამ დრისთვის მოძიებულია შვიდი. აღებულია მათი ბიოლოგიური ნიმუშები, პასუხები დღეს გაიგზავნება და მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე მოგვიანებით გვეცოდინება ქალის დაინფიცირების წყარო და არის თუ არა შიდა გავრცელება. ამ დროისთვის ავადმყოფის ინფიცირების წყარო უცნობია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.