ახალი ამბები

6 თვის ელენე დახმარებას საჭიროებს

6 თვის ელენე დალაქიშვილს დახმარება ესაჭიროება. ოჯახის ახლობლის, ეკა ვახტანგიშვილის თქმით, ბავშვს ერთ დღეს მოულოდნელად დაეწყო ეპილეფსიური შეტევა, მას შემდეგ ოჯახმა 3 თვის მანძილზე 3 საავადმყოფო რეანიმაცია და უამრავი გამოკვლევა გამოიარა. მისი თქმით, გამოკვლევამ აჩვენა რომ მცირეწლოვანს ენცეფალური მინინგიტი აქვს.

ეკა ვახტანგიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ისევ რეანიმაციაშია ბავშვი, მკურნალობენ და აკვირდებიან.

,, ბავშვს გამოწერენ სახლში და რამდენიმე დღეში ისევ რეანიმაციაში ხვდებიან. ყველა შესაძლო მკურნალობა ჩატარდა და შედეგი არ აქვთ, აუცილებელია სასწრაფოდ ბავშვის გადაყვანა თურქეთში.

იქ გამოკვლევების და მკურნალობისთვის პირველადად საჭიროა 7000 დოლარი. გთხოვთ გაუწიოთ დახმარება და შეძლებისდაგვარად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ელენეს გამოჯანმრთელების საქმეში. გარდა ამისა, მსურველებს შეუძლიათ შემოგვწირონ ნივთები რომელსაც გავყიდით ელენესთვის გამართულ აქციაზე’’,- განაცხადა ეკა ვახტანგიშვილმა.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

საქართველოს ბანკის ანგარიშიზე:
GE21BG0000000698695700GEL
მიმღები- ბავშვის დედა სოფო ბუჩუკური.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებს შეუძლიათ გზავნილის გაკეთება თამარ ნაცვლიშვილის სახელზე.