თელავის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ის ამავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რეომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცავებს ჯერ არავინ არ დაუკავებიათ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “კახეთის ხმა” უახლოეს წუთებში გაავრცელებს ინფორმაციას.
ნიკოლოზ ესიტაშვილი