თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურებოდა. გიორგი კალმახელიძის განმარტებით, ის ქვეყნიდან დროებით მიდის.
„ოჯახური ვითარების გამო სამწუხაროდ დროებით ვტოვებ ქვეყანას, ქალაქს და ოლქს. არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ დროისათვის სხვაგვარად შეუძლებელია.
მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლს და კოლეგებს სამწლიანი თანამშრომლობისთვის. ვისურვებ და ვიმედოვნებ, რომ მალე ისევ დაუბრუნდები ქვეყანას, ქალაქს და შევძლებ მის გვერდში დგომას“, – წერს გიორგი კალმახელიძე სოციალურ ქსელში.
კალმახელიძე თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2016 წელს აირჩიეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი