კახეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თელავის მე–10 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, თელავი–ახმეტა–ლაგოდეხი–ყვარლის საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რევაზ გაიპარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 9% –მა მიიღო.
,,მშვიდი ვითარებაა და კომისიები მუშაობენ ყოველგვარი გართულების გარეშე. მართალია აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია, მაგრამ ახლა ორი კანდიდატი იყრის კენჭს და ამან გამოიწვია ამომრჩევლების დაბალი აქტიურობა.
ამ დროისთვის არც საჩივარი დაწერილა და ელემენტარული ტექნიკური ხასიათის დარღვევაც არ არის დაფიქსირებული არსად. ამ დროისთვის 4 980–მა ამომრჩეველმა მისცა ხმა 12 საათის მონაცემებით და ეს არის საერთო რაოდენობის 9%”– განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.