ლაგოდეხის მერიამ 2 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაისუბნისა და არეშფერნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებზე კონკურსი გამოაცხადა.
მერიაში განმარტავენ, რომ კონკურსი მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.
,,აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია. ძირითადი მოთხოვნებია სრული ზოგადი განათლება, გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი და სხვა.
კონკურსანტს ევალება წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოტივაციო წერილი. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.