საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდსსტურდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ჩალათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ლ და ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
საჯარო მოხელესთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 3430 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.