კახეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 20 შემთხვევა გამოვლინდა.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. რეგიონში ვირუსის 200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები ამაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი.