სოფელ იორმუღანლოში მიწასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ადგილობრივი დაჭრეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში გამგებლის წარმომადგენლის შვილი ერთ-ერთ ადგილობრივს თავს დაესხა და დანით მუცლის არეში მსუბუქად დაჭრა.
დაზარალებული ფარიზ მამედოვის განცხადებით, აღნიშნული პირი მიწასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ღამე სახლში მიუვარდა, დანით დაჭრა და მის მეუღლეს კი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
,, ღამე მოვიდა სახლში, დანა ეჭირა ხელში და ბავშვების თვალწინ მუცლის არეში დამჭრა. ჩემს ცოლს თმაში ჩაავლო ხელი, წააქცია და სცემა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. მერის წარმომადგენელი სოფელში და მისი შვილები ხშირად ემუქრებიან და აშანტაჟებენ ადგილობრივებს”,-აცხადებს ფარიზ მამედოვი.
Tv პირველის ინფორმაციით, საქმეს იორმუღანლოს პოლიცია იძიებს, სადაც თავდამსხმელის ძმა მუშაობს.
ადგილზე მომუშავე სამართალდამცავების თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელი არ არის გამოკითხული. ასევე არავინაა დაკავებული.
Knews. Ge არკვევს დამატებით დეტალებს, რომელსაც უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.