ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებთან კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. თუმცა პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ მოსახლეობას ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უტარებენ თერმოსკრინინგს და ტესტირებას.
მისივე თქმით, რეგიონში შექმნილია ასევე სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში გადაადგილდებიანდ ა ყველა შემხვედრს თერმოსკრინინგს უტარებენ.
,,სოფელ ველისციხეში მიმდინარეობს დასავლეთიდან სამუშაოდ ჩასული პირების თერმოსკრინინგი. ასევე გუშინ დაიწყო სწრაფი ტესტით მათი შემოწმება. გუშინ ჩატარდა 51 კვლევა და ყველას პასუხი უარყოფითი იყო.
რთველთან დაკავშირებით სადაც არის რიგები, იქაც გადავწყვიტეთ თერმოსკრინინგის ჩატარება. ასევე გუშინ პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც დადიან სოფლებში და სადაც ხალხმრავალ ადგილებს ნახავენ, იქ უტარებენ მოსახლეობას თერმოსკრინინგს.”,- განაცხადა შიოშვილმა.