თელავის მოსახლეობა მიმდებარე სოფლების ქალაქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
თელავის მოსახლეობა სოფლების, კურდღელაურის, ვარდისუბნის და ნასამხრალის ქალაქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნა მათ სოციალურ ქსელში გააჟღერეს, რასაც უამრავი კომენტარი, გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ თვითმმართველობა აღნიშნული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ნაწილის თქმით, კი ეს მიუღებელია.
როგორც knews.ge–ის თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს მსგავს საკითხიზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და არც მისი განხილვა იგემება.
მარიამ ოქროცვარიძე