პანკისის მოსახლეობა ჰესების მშენებლობაზე დიალოგს გამორიცხავს
სახალხო კრება, რომელიც პანკისის ხეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე დიალოგს კატეგორიულად გამორიცხავს.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ ხეობაში სიტუაციის მოსაგვარებლად ხელისუფლების სახელზე მიმართვის გავრცელებას გეგმავენ.
„შეხვედრაზე იყო ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა ეს შიდა სამზარეულოა. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჰესების თემაზე დიალოგი კატეგორიულად გამორიცხულია, თუმცა მიმართვას, თხოვნას გავავრცელებთ ხელისუფლების მისამართით. ჩვენი მთავარი მიზანია ხეობაში სიტუაციის დალაგება”, – აცხადებენ ადგილობრივები.