რეგიონებში ჰაერში, ნიადაგსა და წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო რეგიონებში ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს აფართოებს.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ,საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ ლოკაციებზე ხდება ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით.
აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში იგზავნება. უწყებაში განმარტავენ, რომ მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე განთავსდება.